Sinopharm-ისა და Sinovac-ის ავტორიზაციას 26 აპრილსა და 3 მაისს განვიხილავთ - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 12:55 | 23.04.2021
ნანახია: 573

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციას 3 მაისს.

გამოცემა Reuter-თან საუბრისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ავტორიზაცია მისცა Pfizer-ს, AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე