სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს 3 თანამშრომელს აძევებს

საქართველო, თბილისი - 19:12 | 22.04.2021
ნანახია: 872

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს 3 თანამშრომელი გააძევა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოდ, ბრატისლავა სოლიდარობას უცხადებს პრაღის გადაწყვეტილებას რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და დიპლომატების გაძევებას.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ჩეხეთმა რუსეთის საელჩოს კიდევ 70 თანამშრომელი გააძევა. ჩეხეთის დაზვერვის შეფასებით, ისინი ჯაშუშურ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები.

გასულ კვირას, ჩეხეთმა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა. ჩეხეთის მხარე დარწმუნებულია, რომ გაძევებული "დიპლომატები" მონაწილეობდნენ 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საცავის აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე