რუსეთმა 10 ამერიკელი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 19:20 | 21.04.2021
ნანახია: 656

რუსეთმა აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. დიპლომატებმა ქვეყანა 22 მაისამდე უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რითაც სანქციების ახალი პაკეტი დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობისა და სამთავრობო სტურუქტურებზე მასშტაბური კიბერთავდასმის გამო.

სანქცირებულთა სიაში შედის 32 ფიზიკური და იურიდიულ პირი.

ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან გააძევეს რუსეთის დიპლომატიური სამსახურის 10 წარმომადგენელი, რომელთა ნაწილი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 30-დღიანი ვადა მიეცათ.

გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც ამერიკული დაწესებულებები ვეღარ შეძლებენ რუსეთის ცენტრალური ბანკისგან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსგან და ეროვნული კეთილდღეობის ფონდისგან ობლიგაციების ყიდვას.

აშშ-ის საქნციების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით უპასუხებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე