მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სიჩქარე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდა

საქართველო, თბილისი - 17:54 | 16.04.2021
ნანახია: 636

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სიჩქარე პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდა.

„მთელ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები შემაშფოთებელი სიჩქარით იზრდება. ბოლო ორი თვეში ყოველკვირეული ახალი შემთხვევები მთელ მსოფლიოში თითქმის გაორმაგდა და პანდემიის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდა“, - განაცხადა გებრეიესუსმა.  

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა დასძინა, რომ ბევრ ქვეყანაში, რომლებმაც მანამდე თავიდან აირიდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელება, დღეს ინფექცია მაღალი ტემპებით ვრცელდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე