კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 21:47 | 15.04.2021 ნანახია: 734
საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც პრესისათვის განცხადებები გააკეთეს:
„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ და რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით დღემდე ამ ვიზიტის ორგანიზება, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში.
ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ, კავკასიაში, ჩვენ ყველა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით.
ერთი მხრივ, პანდემიამ დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაკეტა მსოფლიო და იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. თუმცა, ბევრად მძიმე იყო რეგიონისა და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო.
ისევე როგორც კონფლიქტის დროს, ახლაც საქართველო მშვიდობის მხარეს დგას. ამის ნიშნად შეხვედრების, დიალოგისა და სიტუაციის განმუხტვისთვის შეთავაზებული ჩვენი პლატფორმა ძალაში რჩება ნებისმიერ დროს.
სომხეთის პრეზიდენტს, ბატონ სარქისიანს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანების უფლებების ხელყოფა, ამ პანდემიის დროს მით უფრო დამძიმებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ესკალაცია.
ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა კავკასიის განვითარებისთვის უალტერნატივოა.
რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განვიხილეთ ასევე, უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. შავი ზღვის რეგიონს (არა მხოლოდ) ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია დეესკალაცია დღეს ამ რეგიონისთვისაც.
განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო, უნიკალური, ეკონომიკური პოტენციალი, სხვადასხვა გარე აქტორებისგან გაზრდილი ინტერესი, ახალი გეგმები თუ პლატფორმები. ეს ყველაფერი კი, ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას ადასტურებს. თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ, ამავდროულად, კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით, მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია.
კავკასიისა და შავი ზღვის გავლით აზიისა და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველას და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას.
მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორცილებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე.
ვამაყობთ იმითაც, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ყველანაირი საშუალება აქვთ შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს, მეტი უნდა გაკეთდეს, ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან, რათა ისინი სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ამგვარად, შეძლონ სრულყოფილი ინტეგრაცია და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ განვითარებაში.
დღეს თქვენი ვიზიტით ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ განვიხილეთ ასევე, ზოგიერთი ინიციატივა, რაც შეიძლება მიღებული იყოს ჩვენს დონეზე, როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესაქტორებს იმისთვის, რომ ერთობლივად ფიქრი და მუშაობა დაიწყონ კონკრეტულ პროექტებზე. ამით გამოვიწვიოთ ინვესტორების ინტერესი არამხოლოდ თითოეული ქვეყნისთვის, არამედ ერთობლივად, რადგან შეიძლება ბევრად უფრო მიმზიდველი იყოს ასეთი ფორმატი.
ამაზე დავიწყეთ დღეს მსჯელობა, რომელიც გაგრძელდება და რომელსაც კონკრეტულ ფორმას მივცემთ. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა დროთა განმავლობაში შენარჩუნდა და შენარჩუნდება!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















