მაიკ პომპეო ჯანმო-ს პეკინთან თანამშრომლობასა და დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 20:30 | 30.03.2021
ნანახია: 853

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაცია უხანში ექსპერტების მისიის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პეკინთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

 „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში - ეს არის სრული სიცრუე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის კამპანიის გაგრძელება და ჯანმო-ს დეზინფორმაცია. აი, რატომ ვიძლეოდი რეკომენდაციას, რომ აშშ-ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაეტოვებინა“, - დაწერა პომპეომ ტვიტერზე.

მან აღნიშნა, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი რჩება ვირუსის გავრცელების უფრო მეტად სავარაუდო წყაროდ.

პომპეოს თქმით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ადჰანომ გებრეიესუსი თანამშრომლობდა სი ძინპინთან (ჩინეთის ლიდერი), რათა ყველაზე რთულ მომენტში დაემალა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის ფაქტი.

დღეს, 30 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორანიზაციამ COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში მივლენილი ორგანიზაციის ექსპერტების ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  ლაბორატორიიდან კორონავირუსის გავრცელება ნაკლებ სარწმუნო ვერსიაა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე