რუსული ვაქცინის ფარული შესყიდვის გამო, სლოვაკეთის პრემიერი გადადგა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 30.03.2021
ნანახია: 667

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი იგორ მატოვიჩი თანამდებობას ტოვებს. პრემიერის პოსტზე ფინანსთა მინისტრი ედუარდ ჰეგერი დაინიშნება, ჰეგერის თანამდებობაზე კი მატოვიჩი გადავა.

სამთავრობო პოზიციების გაცვლის წინადადება მატოვიჩმა წამოაყენა. ამის მიზეზი რუსული ვაქცინის შესყიდვისთვის ფარულად გაფორმებული შეთანხმება გახდა, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზის შესყიდვისთვის ფარული შეთანხმების შესახებ ცნობილი სამი კვირის წინ გახდა. სლოვაკეთი ევროკავშირის წევრია, ხოლო ევროკავშირის მარეგულირებელს რუსული ვაქცინა გამოყენებისთვის ჯერ არ დაუმტკიცებია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე