ქალაქ პალმაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 19:05 | 29.03.2021
ნანახია: 674

დასავლური მედიის ინფორმაციით, მოზამბიკის ქალაქ პალმაზე თავდასხამზე, რომელსაც 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ისლამისტურმა დაჯგუფებები ქალაქ პალმას თავს 24 მარტს დაესხნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა და თავი ტყეებს შეაფარა. ადამიანები, რომლებიც საბადოზე მუშაობდნენ, მათ შორის უცხოელები და ადგილობრივი თანამდებობის პირები, სასტუმრო Amarula-ში დაიმალნენ. სამი დღის შემდეგ მოზამბიკის ხელისუფლებამ სასტუმროდან 180 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა რადენიმე ადამიანი. ქალაქზე ტერორსტების თავდასხმას სხვადასხვა მონაცემით 60-მდ ე ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, პალმა 2 ათასამდე უცხოელმა დატოვა, ქალაქი კი მთლიანად განადგურდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე