აშშ მიიღებს აუცილებელ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქმედებების გამო - ენტონი ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 19:14 | 28.03.2021
ნანახია: 1011

აშშ მიიღებს აუცილებელ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქმედებების გამო. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ქმედებების სხვადასხვა ფორმას... ახლა ვიმყოფებით კიბერთავდასხმების, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში ქიმიური იარაღის გამოყენების მიმოხილვის დასრულების პროცესში... ამ ყველაფერს მოყვება მაღალი ფასის გადახდა და შედეგები“, - განაცხადა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.

„ჩვენ მივმართავთ აუცილებელ ქმედებებს იმ დროს და იმ ადგილას, რომლებსაც აშშ აირჩევს, როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც პრობლემებს ქმნიან“, - დასძინა ბლინკენმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე