წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ხალხი და ქვეყანა და ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ - ანიტა რაჭველიშვილი
საქართველო, თბილისი - 13:03 | 26.03.2021 ნანახია: 764
ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს! რომელიც დიდი ხანია მინდა დავწერო და როგორც იქნა სიტყვებს თავი მოვუყარე! პირველ რიგში, მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები, სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს, პირდაპირ ეთერში იგივე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ, მაპატიეთ! უსამართლობასთან ,დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, უბრალოდ 9 წელი სად იყავიო ტროლები რომ მეკითხებით, გიპასუხებთ რომ ის 9 წელი ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე ახალი დამწყები მომღერალი. ჩემი აზრი არაერთხელ გამოვთქვი, მაგრამ მაშინ ჩემს აზრს ოჯახის წევრები იწონებდნენ ფბ-ზე მხოლოდ და რამოდენიმე მეგობარი, რადგან არავინ მიცნობდა ჯერ. ყველაფერს ვაპროტესტებდი მაშინაც, მინისტრების “გულავს” ხალხის ხარჯზე, უსამართლობას, მკვლელობებს, დარბევებს და ყველა იმ მარაზმს და კრიმინალს, რასაც წინამორბედი მთავრობა აკეთებდა. თუმცა ვაფასებდი ყველა მათ გაკეთებულ დიდ საქმესაც და იმ ფაქტსაც რომ ქვეყანა წყვდიადიდან გამოიყვანეს და იქამდე მიგვაქანებდნენ განვითარებისკენ, სანამ არ დაავიწყდათ ვისთვის აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მაშინ არავინ მიცნობდა და არავინ იცოდა არაფერი ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის შესახებ! ასე რომ მართალია, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ დაფიქრით აბა, ისინი ვინც 9 წელზე მეკითხებით. გადაითვალეთ მაინც რამდენი წლის ვიყავი და თუ სადმე გხვდებოდათ ჩემი როგორც ხელოვანის სახელი იმ წლებში?!
არასდროს ვიქნები არც ერთი მთავრობის თაყვანისმცემელი, მაგრამ კარგს ყოველთვის დავაფასებ და ცუდს არავის ვაპატიებ, რადგან კრიტიკა არის განვითარების ერთადერთი გზა. საკითხი ძალიან მარტივად მესმის! ისინი სხედან იქ, რადგან ჩვენ ავიყვანეთ ისინი სამსახურში და ვუხდით ხელფასს. არც წინამორბედი მთავრობა და არც აქტუალური არ არიან კერპები და ღმერთები. ჩვენს კმაყოფაზე მყოფი კორუმპირებული კრიმინალები არიან უმეტესობა, მაშინდელიც და ახლანდელიც. მე ვოცნებობ რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მომავალზე და, რომელიც საკმარისად ჭკვიანი იქნება იმისთვის, რომ ერთი მარტივი რეალობა აღიქვას: რაც უფრო დიდხანს და წარმატებულად ემსახურები შენს ხალხს და ქვეყანას, მით უფრო, დიდხანს იქნები მთავრობაში და ამისგან მხოლოდ მოიგებ შენც და ერიც. არც ერთი პოლიტიკოსი არც წინამორბედი და არც აქტუალური მთავრობიდან არ მიმაჩნია ამ ქვეყნის მართვის ღირსად. წინა მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან და ამის გასაკეთებლად ყველაფერზე წამსვლელებიც არიან, ახლანდელები კი იმდენად ჩაფლულები არიან კორუფციაში, ღალატში და აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმში ყველა სფეროში რომ უბრალოდ არ შეუძლიათ არაფრის მართვა და ანადგურებენ ქვეყანას სინათლის სიჩქარით! მე არ ვდგავარ ნაციონალური მოძრაობის გვერდზე და ვემიჯნები ყველაფერს, რასაც ისინი ქადაგებენ და დაუშვებლად მიმაჩნია ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ტიპის ჩარევებიც ჩემი მართლაც უდიდესი პატივისცემის მიუხედავად! მე ვემიჯნები აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ქართულ ოცნებას ეხება, მათ არაპროფესიონალურ და აბსოლუტურად კორუმპირებულ მთავრობასაც და მიმაჩნია რომ მილიონი ნაბიჯით დახიეს ქვეყანა უკან და გაგვანადგურეს ყველა. ქართულ ოცნებაზე უარესი მთავრობა საქართველის ისტორიაში არ გვყოლია! სისხლიან 9 წელს გვახსენებენ დღემდე და სხვა არანაირი არგუნენტი არ აქვთ იმის ასახსნელად თუ რატომ ჯობიან მათი თქმით “სისხლიან მთავრობას”! არ სჯობიხართ ბატონებო! მათ არაფრით ჩამოუვარდებით! უარესებიც ხართ, ბევრად ბევრად უარესები! არც ერთი პოლიტიკოსი წინამორბედი მთავრობიდან და არც აქტულურიდან არ ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე.
წინამორბედებმა უგუნურობით დაღუპეს ხალხი და ქვეყანა და ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ რომ არ მოკლას კგბ-მ ივანიშვილი და ამასობაში, გაგვანადგურეს, გაანადგურეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა! ოლიგარქმა შეისყიდა საქართველო და გადაგვცა პუტინს! სიბოროტეს განასახიერებს ქართული ოცნება ჩემს თვალში.
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!
ახლა კი, რაც საბოლოოდ მინდოდა მეთქვა. ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოში ყველას გვაქვს აზრი რეალურ დროში მომხდარ რეალურ მოვლენებზე და ამ აზრის გამოხატვის უფლება მეც მაქვს, გინდათ დამეთანხმეთ და გინდათ შემეწინააღმდეგეთ. ზრდილობის, ცივილურობის და ერთმანეთის პატივისცემის ფარგლებში! თუ ზრდილობა დედამ არ გასწავლათ მაშინ თავი შეიკავეთ რამეს წერისგან! ცუდი სიტყვა ისევ მთქმელს უბრუნდება ყოველთვის და მას აზიანებს!
მე არასდროს წავალ პოლიტიკაში, რადგან მე ხელოვანი ვარ, ხელოვანი რომელსაც უყვარს სიგიჟემდე თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე. მიყვარხართ, ჩემებო
პ.ს წულუკიანს და მის კრიმინალ კოლეგებს ბოდიშებს არ ვუხდი ამით! ისევ ისე მიმაჩნია რომ წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილია ციხეში. ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე, სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! ასევე ინტრიგნების და ვიღაცისტების საყურადღებოდ! არც ქოცი და არც ნაცი ვყოფილვარ არასდროს, თუ ილუზიაში ცხოვრობდით, გირჩევთ თქვენს პიზიციებსაც გადახედოთ და რეალურად შეაფასოდ რა დღეში ვართ დღეს წინა თუ აქტუალური მთავრობის გამო.
არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს! ასე რომ რაღაც სერიალებს ნუ თხზავთ მეგობრებო!
კიდე ის ვინც ილუზიაში იყო რომ ნაცი ვარ და ეხლა მლანძღავთ უბრალოდ დაიბლოკებით! ის ვისაც გგონიათ რომ ამ სტატუსით წინა მთავრობის კარგი საქმეები აღარ მახსოვს და უცებ ბიძინას მუქარებმა შემაშინა, ისინიც დაიბლოკებით! ისინი ვისაც უცებ ქოცი ვეგონები და ამის გამო გამლანძღავთ ასევე დაიბლოკებით! აზრი გამოთქვით მაგრამ მე ეს მიკერძოებული თქვენთვის კომფორტული ტყუილები არ მაინტერესებს!
მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! “საქართველოისტი” ვარ და იცით რატომ? იმიტომ რომ ის იქნება ჩემთვის ღირსეული, ვინც ჩვენზე და ქვეყანაზე იზრუნებს! ეს მთავრობა რომ გვანგრევს და თვითონ მდიდრდებიან ეგ კი ვიცი და ვხედავ და ამიტომაც მიმაჩნია წმინდა წყლის სიბოროტედ ქართული ოცნება და ივანიშვილი.
მე ერი და ქვეყანა მაინტერესებს და ვინც აგვაშენებს იმას უშველოს უფალმა!
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
















