ბაიდენი მზად არის ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიის საკითხზეც ითანამშრომლოს

საქართველო, თბილისი - 10:31 | 26.03.2021
ნანახია: 766

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე ონლაინგამოსვლისას  განაცხადა, რომ მზად არის ევროკავშირთან ერთად იმუშაოს რუსეთის, ჩინეთისა და სხვა რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიის თემაზეც.

 „პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი ევროკავშირთან ერთად იმუშაოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის ჩინეთსა დ რუსეთთან დაკავშირებით. ამასთან, მან დამატებით აღნიშნა, რომ აუცილებელია აშშ-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა თურქეთის, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე