აშშ-ის სენატმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ ტრანსგენდერი ქალი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 25.03.2021
ნანახია: 811

შეერთებული შტატების სენატმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ  ტრანსგენდერი ქალი რეიჩელ ლევინი დაამტკიცა.

რეიჩელ ლევინი აშშ-ის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერია, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

წარსულში ლევინი იდენტიფიცირებული იყო, როგორც მამაკაცი. ის დაქორწინებული იყო, თუმცა 2011 წელს ლევინმა სქესი შეიცვალა და 2013 წელს ცოლს გაშორდა. მას ამ ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

ლევინს, განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული, მან სამედიცინო კარიერა ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში, პედიატრობით დაიწყო. ამ დრომდე ლევინი პენსილვანიის ჯანდაცვის მდივნის თანამდებობას იკავებდა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე