ევროპას რუსული ვაქცინა არ სჭირდება - ევროკომისარი

საქართველო, თბილისი - 12:19 | 22.03.2021
ნანახია: 710

ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ არ სჭირდება, რადგან უკვე დამტკიცებულია ოთხი სხვა პრეპარატი, რომლებიც კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად სრულიად საკმარისია.

მისი თქმით, მხოლოდ საჭიროა, რომ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინები მასობრივად იყოს გამოყენებული.

ბრეტონმა აღნიშნა, რომ მარტიდან ივნისამდე ევროპის ქვეყნებში ვაქცინის 300-დან 350 მილიონამდე დოზას შეიტანენ. მისი თქმით, 14 ივლისისთვის ევროკავშირი კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს.

ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ევროკავშირში დამტიცებულია ოთხი ვაქცინა: Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson&Johnson-ის. ამასთან, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რომლებიც ასევე ევროკავშირის წევრები არიან, რუსული „სპუტნიკი V“  დაამტკიცეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე