პოლიციელის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, ხელისუფლება 27 მლნ დოლარის კომპენსაციას გადაუხდის
საქართველო, თბილისი - 12:28 | 13.03.2021 ნანახია: 887
მინეაპოლისის ხელისუფლება (მინესოტას შტატი, აშშ) 27 მლნ დოლარის კომპენსაციას გადაუხდის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ქმედების დროს გარდაიცვალა. იუწყება Associated Press-ი.
ამგვარად, ქალაქის მთავრობა ფლოიდის ოჯახის წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სარჩელის დარეგულირებაზე დათანხმდა. სარჩელი ფლოიდის ოჯახმა ქალაქისა და აფროამერიკელის მკვლელობაში დადანაშაულებულოი პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ შეიტანა. სარჩელში მითითებული იყო, რომ პოლიციის ოფიცრებმა დაკავების დროს დაარღვიეს ფლოიდის უფლებები, ქალაქის მთავრობამ კი პოლიციას ხელი შეუწყო „აეყვავებინა გადამეტებული ძალის, რასიზმისა და უკანონობის კულტურა“.
2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს გარდაიცვალა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გამოიყენა მისი დაკავებისას პოლიციელმა დერეკ შოვინმა ხრჩობის ილეთი. მამაკაცი სთხოვდა, რომ გაეშვა, რადგან ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელმა ყურადღება არ მიაქცია. ფლოიდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ამერიკელების აღშფოთება გამოიწვია. საპროტესტო აქციებმა მთელი მინეაპოლისი მოიცვა, შემდეგ კი სხვა ქალაქებს მოედო და აშშ-ს ფარგლებს გასცდა.
ფლოიდის მკვლელობისთვის ბრალი პოლიციის ოთხ ოფიცერს წარედგინა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















