კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ხელისუფლების მზაობას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 12:55 | 12.03.2021 ნანახია: 706
ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ შარლ მიშელის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო ჩართულობას ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პოლიტიკურ დიალოგში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ხელისუფლების მზაობას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მხარდაჭერილ ყველა ფორმატში, რომელიც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა ასევე განიხილეს ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით, ვინაიდან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი დეპოლარიზაცია და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღება.
საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, რომლის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ისე - ნატოში; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფორმატში კი განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესს და წარმატებას.
პრემიერმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რომ 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.
“მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით პრეზიდენტ შარლ მიშალის ჩართულობა ამ პროცესში. კარგად მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მის და ევროკავშირის ინტერესს. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის და, რა თქმა უნდა, არის ნდობის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და ჩვენ ასეთივე პათოსით, ასეთივე სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. მინდა, კიდევ ერთხელ სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრების დროს, არაერთ ფორმატში. მინდა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. ბატონი დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. მინდა, მას კიდევ ერთხელ მივესალმო თბილისში. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში. მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















