27 იანვარს მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან
საქართველო, თბილისი - 17:28 | 26.01.2016 ნანახია: 2545
27 იანვარს, 19:00 საათზე - მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ხელოვნების აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის ორგანიზებით, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსი 20 იანვარს დაიწყო მოცარტის 260 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და იგი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების, ვალერიან შიუკაშვილისა და თამარ ლიჩელის კონცერტით გაიხსნა.
კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასვა რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვები - თურქეთი (სტამბოლი, ადანა, ანტალია), რუსეთი (მოსკოვი), ყაზახეთი და უკრაინა.
კონკურსი ორ ტურად ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6-დან 25 წლის ჩათვლით და მონაწილეებისთვის დაწესებულია პრემიები და პრიზები:
1. საქარველოს უნივერსიტეტის პრიზი 500 აშშ დოლარი. 2. ამერიკისა და ევროპის კონკურსების ფედერაცია - 2000 აშშ დოლარიანი სასწავლო ვაუჩერი. 3. ქ. თბილისის მერიის პრიზი. 4. ხელოვნების აკადემიის ერთ წლიანი სწავლის დაფინანსება.
2016 წელს კონკურსის ჟიურის წევრები არიან:
თამარა პადუბნაია - ამერიკის კონსერვატორიის პროფესორი (ამერიკა)
ვეკა სვანიძე - თბილისი ნიჭიერთა ათწლედის დამსახურებული პედაგოგი (თბილისი)
ირინა ხერჟი - ბათუმის კონსერვატორიის პროფესორი (საქართველო-ბათუმი)
ლედა კანკავა - ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სკოლის (საქართველო-ქუთაისი) დამსახურებული პედაგოგი
ლიკა ჩხეიძე- მე-6 მუსიკალური სკოლის დირექტორი (საქართველო-თბილისი)
გიორგი ცაგარელი - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი (გერმანია- საქართველო)
გიორგი შამანაური - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ეროვნული მუსიკალური ცენტრის სოლისტი (საქართველო-თბილისი)
ვალერიან შიუკაშვილი - ხელოვნების აკადემიის რექტორი (საქართველო-თბილისი)
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















