ახლა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოზიციაზეა - ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 16:25 | 16.12.2020
ნანახია: 1054

პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

"ვუსამძიმრებ გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო. ახლა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოზიციაზეა - ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე