საფრანგეთის სენატი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუციას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 09:45 | 19.11.2020
ნანახია: 795

საფრანგეთის სენატი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც პარიზს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც Twitter-ზე რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი სენატორი ბრუნო რეტაიო წერს, პროექტის განხილვა 25 ნოემბერს შედგება.

საფრანგეთის სენატის (პარლამენტის ზედა პალატა) რეზოლუციებს გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის  აღასრულოს.

შეგახსენებთ, ოფიციალურმა პარიზმა ერევანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მეგობრულ ურთიერთობებს სომხეთთან და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გამოიტანდა სამართლიან, გრძელვადიან და ყველა მხარისთვის მისაღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე