მე გავიმარჯვე არჩევნებში - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 10:12 | 16.11.2020
ნანახია: 832

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ მისმა მოწინააღმდგემ დემოკრატმა ჯო ბაიდენმა „მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო“. მოგვიანებით მან თქვა, რომ არ აღიარებს არჩევნებში დამარცხებას, მისი მტკიცებით, ბაიდენმა „ყალბი მედიის“ თვალში გაიმარჯვა.

 „მე გავიმარჯვე არჩევნებში!“, - დაწერა პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე.

მისი ტვიტი კი მოინიშნა, როგორც ოფიციალური წყაროების საწინააღმდეგო ინფორმაცია - „ოფიციალური წყაროები არჩევნების სხვა შედეგების შესახებ იუწყებიან“.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".

შეერთებული შტატების ფედერალური არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების განცხადებით, 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნები "ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო" იყო.

მათი განცხადებით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ხმის მიცემის რომელიმე სისტემამ წაშალა, დაკარგა ან შეცვალა ხმები, ან რაიმე ფორმით იქნა კომპრომეტირებული.

ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ბიუროს (CISA) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

CISA-ს განცხადებით, მიუხედავად არაერთი დაუსაბუთებელი ბრალდებისა, სრულიად არინ დარწმუნებულნი, რომ არჩევნები ჩატარდა უსაფრთხოდ და სამართლიანად.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე