ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 16.11.2020
ნანახია: 688

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ. პრემიერის კანცელარიის წარმომადგენლის თქმით, ჯონსონს სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.

ის მუშაობას დაუნინგ სტრიტიდან გააგრძელებს. როგორც კანცელარიაში აღნიშნეს, ჯონსონი 12 ნოემბერს შეხვდა დეპუტატების ჯგუფს, მათ შორის იყო ლი ანდერსონი, რომელსაც შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა.

ბორის ჯონსონი მარტის ბოლოს კორონავირუსით დაინფიცირდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა 5 აპრილს მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, 6 აპრილს კი რეანიმაციაში მოხვდა. სამ დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და კლინიკა 12 აპრილს დატოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე