მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი მაია სანდუ ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 09:14 | 16.11.2020
ნანახია: 697

ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერი, პროევროპელი ოპოზიციონერი მაია სანდუ იმარჯვებს.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 143 პროტოკოლიდან უკვე დათვლილია 2 128 პროტოკოლის შედეგები, რომლის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიის ლიდერს ხმების 57.42 პროცენტი აქვს, მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს კი 42.58 პროცენტი.

ბოლო ინფორმაციით, მაია სანდუს მოლდოვის 910 000-ზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, იგორ დოდონს კი 689 000-ზე მეტმა ადამიანმა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მაია სანდუ საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზეც ლიდერობს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეოერე ტური კვირას, 15 ნოემბერს გაიმართა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე