სტრასბურგის სასამართლომ „სონი ცენტრი თბილისისა“ და „ლაზერი-2 თბილისის“ მიერ 2011 წელს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განჩინება გამოაქვეყნა
საქართველო, თბილისი - 17:47 | 12.11.2020 ნანახია: 714
2020 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – შპს „სონი ცენტრი თბილისი“ და შპს „ლაზერი-2 თბილისი“ საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა და მომჩივანთა საჩივარი მიუღებლად ცნო საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით (კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტები).
საქმე ეხება მომჩივან კომპანიებთან (შპს „სონი ცენტრი თბილისი“ და შპს „ლაზერი-2 თბილისი“) 2006 წელს საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და მათ გამოძევებას თავიანთი ბიზნესის სამართავად იჯარით აღებული ტერიტორიიდან. კერძოდ, 2006 წლის 1-ლ იანვარს მომჩივანმა კომპანიებმა მ.კ.-თან დადეს ცხრაწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მათ იჯარით აიღეს, დაახლოებით, 250 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული ფართი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 2006 წლის 22 ნოემბერს მ.კ.-მ მომჩივნებს აცნობა, რომ მან აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადასცა და რომ ისინი გააგრძელებდნენ სამართლებრივ ურთიერთობას ახალ მფლობელთან, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.
2007 წლის 7 აგვისტოს, 08:00 საათზე, 200-მდე პოლიციელი შეიჭრა ხსენებულ ტერიტორიაზე და მომჩივნებს იძულებით დაატოვებინეს იჯარით აღებული ქონება. მათ ჩამოერთვათ აღნიშნული ფართი, რის შემდეგაც ორივე ბიზნესსაქმიანობა შეჩერდა. 2007 წლის 14 აგვისტოს მომჩივან კომპანიებს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის წერილით ეცნობათ, რომ 2007 წლის 1-ლი ივლისიდან მათი საიჯარო ხელშეკრულებები შეწყდა.
მომჩივნებმა ეროვნულ სასამართლოს მიმართეს საიჯარო ხელშეკრულების აღდგენისა და მისი ვადამდე შეწყვეტისა და ფართიდან გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა.
ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი კომპანიების დავა შეეხებოდა მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლისა (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას.
2012 წლის 24 მაისს მთავრობასა და მომჩივან კომპანიებს შორის დაიდო „მორიგების ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, მთავრობამ მომჩივანი კომპანიების სასარგებლოდ 500,000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო (რაც განხორციელდა 2012 წლის 11 ივლისს), ხოლო კომპანიები დაეთანხმნენ პირობას ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის გამოხმობის თაობაზე. მიუხედავად ზემოთქმულისა, ამ შეთანხმების თაობაზე მომჩივნებს სტრასბურგის სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.
2019 წლის 2 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ იწყებდა აღნიშნული საქმის განხილვას, რის საპასუხოდაც მთავრობამ 2020 წლის 15 იანვარს აცნობა ევროპულ სასამართლოს, რომ მხარეები 2012 წლის 24 მაისს უკვე შეთანხმდნენ დავის მორიგებით დასრულებაზე.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ დონეზე გაფორმებული „მორიგების ხელშეკრულება“ არსებითად იყო დაკავშირებული ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივართან და წარმოადგენდა მის ძირითად არსს. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნები ვალდებულნი იყვნენ, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ეცნობებინათ სასამართლოსთვის, რაც მათ არ განახორციელეს. გარდა ამისა, მათ ვერ წარადგინეს ობიექტური განმარტება, თუ რატომ ვერ შეძლეს ზემოხსენებული ვალდებულების შესრულება 7 წელზე მეტი დროის განმავლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი ეწინააღმდეგებოდა კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის უფლების მიზანს და მიუღებლად ცნო იგი საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით (კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტები).
პოლიტიკა
- რუსული რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს, თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა - სალომე ზურაბიშვილი
- თინა ბოკუჩავა მაია სანდუს შეხვდა
- თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა
- Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი
საზოგადოება
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მსოფლიო
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
- ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ, თუ ალასკაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდება - დონალდ ტრამპი
- რუსეთი უკრაინის ექვს რეგიონში ენერგოობიექტებს თავს დაესხა
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
- Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
- „თეგეტა მოტორსი“ X TSA: დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება