სომხეთში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 20:38 | 09.11.2020
ნანახია: 742

სომხეთში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ვერტმფრენი, რომელსაც რუსული 102-ე ბაზის ავტოკოლონა მიყვებოდა, ხმელეთიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ცეცხლში მოექცა.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის საჰაერო სივრცეში, დასახლებულ პუნქტ ერასხთან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის (აზერბაიჯანი) საზღვართან, მი-24-ს ცეცხლი გაუხსნეს. ვერტმფრენი სომხეთის მთიან ადგილზე ჩავარდა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე