თბილისში ზვიად ციკოლიას მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 23.10.2020
ნანახია: 884

თბილისში დიზაინერ ზვიად ციკოლიას მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ დიზაინერი სოციალურ ქსელში წერს.

ზვიად ციკოლია მაღაზიის გაქურდვის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

"თქვენი უცხოელი "ღმერთების" და თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც...! არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს? ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით", - წერს ზვიად ციკოლია.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე