კიმ კარდაშიანმა სომხურ ფონდ „აისტანს“ 1 მლნ დოლარი შესწირა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 12.10.2020
ნანახია: 933

ცნობილმა ამერიკელემა ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა სრულიად სომხეთის ფონდს „აისტანს“ 1 მლნ დოლარი შესწირა. სააგენტო არმენპრესის ცნობით, ამის შესახებ მან მიკორბლოგ Twitter-ზე დაწერა.

მანამდე კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას მოუწოდა შეერთებოდნენ აქციას „ჩვენ, ჩვენი საზღვრები: ყველაფერი არცახისთვის“.

სომხური წარმოშობის ამერიკელმა ტელეწამყვანმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხალხს მოუწოდა სომხეთისა და ყარაბაღის დასახმარებლად თანხა შეეგროვებინათ.

სრულიად სომხეთის ფონდმა „აისტანმა“ თანხის შეგროვება მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან - 27 სექტებბრიდან დაიწყო.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე