ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმის საკითხზე პუტინთან შეთანხმების მიღწევის სჯერა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 12.10.2020
ნანახია: 919

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაღალი რეიტინგებისკენ არ ისწრაფვის და მზად არის პრეზიდენტის პოსტიდანაც გადადგეს, თუ დონბასში ომს ვერ დაასრულებს.

„თუ ომს ვერ დავასრულებ, მაშინ სხვა ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც ამ ტრაგიკული ისტორიის დამთვარებას შეძლებს“, - განუცხადა ზელენსკიმ უკრაინულ მედიას.

უკრაინის ლიდერი ყირიმის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

 „მე ამის მჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტი არ ვიქნებოდი. ეს ძალიან რთულია და მთელი მსოფლიოს დახმარება გვჭირდება. ეს მართალია“, - აღნიშნა ზელენსკიმ, თუმცა ამ საკითხის ირგვლივ დეტალებზე აღარ უსაუბრია.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე