ბაქოში აცხადებენ, რომ ქალაქ ჯაბრაილზე აზერბაიჯანის დროშა აღმართეს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 09.10.2020
ნანახია: 1607

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქალაქ ჯაბრაილზე აზერბაიჯანის დროშა აღიმართა. უწყებამ გამოაქვეყნა ვიდოეკადრები, რომელიც ბაქოს მტკიცებით, ჯაბრაილის რაიონშია გადაღებული.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს განაცხადა ქალაქ ჯაბრაილის აღების შესახებ. თუმცა მაშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.

ჯაბრაილის რაიონი მთიან ყარაბაღს არ ეკუთვნის, მას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება 1993 წლიდან აკონტროლებს. სომხურმა სამხედრო ფორმირებებმა 1993 წელს ჯაბრაილთან ერთად ყარაბაღის მიღმა მდებარე კიდევ რამდენიმე რაიონი დაიკავეს.

 

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე