ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა ამერიკელ პოეტს ლუიზა გლიუკს

საქართველო, თბილისი - 15:23 | 08.10.2020
ნანახია: 901

ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტს, ლუიზა გლიუკს. მან ჯილდო დაიმსახურა „თავისი განუმეორებელი პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით აქცევს ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად“.  

ლუიზა გლიუკი დაიბადა 1943 წელს ნიუ იორკში. ის მაჟამდ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში ცხოვრობს.

ნობელის პრემიის ლაურეატები უკვე დასახელდნენ მედიცინისა და ფიზიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში.  

დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე