ბაქო აცხადებს, რომ სომხეთი დასახლებულ პუნქტებს ბომბავს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 08.10.2020
ნანახია: 609

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ყარაბაღში დასახლებულ პუნქტებს ბომბავს.

 „სომხეთის შეიარაღებული ძალები ბომბავენ ბარდინისა და აღჯაბადის რაიონების სოფლებს. აზერბაიჯანული არმია ადეკვატური ზომებით პასუხობს. სომხეთის შეიარაღებული ძალები ჩვენს დასახლებულ პუნქტებს ესვრიან“, - იუწყება სამინისტროს  პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო ძალები  ბომბავენ აზერბაიჯანის ქალაქ ბარდასაც.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება  ინფორმაციები დიდი რაოდენობით მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე