ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის მხარეს სირიელი და ლიბანელი მებრძოლები იბრძვიან

საქართველო, თბილისი - 13:37 | 07.10.2020
ნანახია: 906

აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთის მხარეს  სირიელი და ლიბანელი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ჰუსეინ მაჰმუდოვის თქმით,  ამის შესახებ სომხებმაც უკვე აღიარეს.

„ჩვენ პროფესიონალური არმია გვყავს და წარმატებით ვასრულებთ ჩვენს წინაშე დასახულ ამოცანას, ჩვენ მხარეს არანაირი დაქირავებულები არ არიან და არც შეიძლება, რომ იყვნენ. მეორე მხარეს კი იბრძვიან, სომხებმა ეს უვე აღიარეს. მებრძოლები სირიიდან და ლიბანიდან არიან“, - განუცხადა მაჰმუდოვმა მედიას.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირრბა 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაციები ორივე მხარეს დიდი მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე