პოლონეთმა „გაზპრომი“ 7,6 მლრდ დოლარით დააჯარიმა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 07.10.2020
ნანახია: 961

 

პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა UOKiK  „გაზპრომს“ და კიდევ ხუთ კომპანიას, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის  მშენებლობაში მონაწილეობენ, 7,6 მლრდ დოლარით დააჯარიმა.

მარეგულირებელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე შეწყდება კონტრაქტების მოქმედება, რომელიც გაფორმებული იყო „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის დაფინანსებისათვის.

ცოტა ხნის წინ UOKiK-მა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მუშაობაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო.

აგვისტოში UOKiK-მა „გაზპრომი“ 50 მლნ ევროთი დააჯარიმა მისი მხრიდან პროექტ Nord Stream 2 -ის მიმართ დაწყებულ გამოძიებაში თანმაშრომლობაზე უარისთვის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე