აშშ-მა რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 07.10.2020
ნანახია: 774

რუსეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც აშშ-თვის საფრთხეს წარმოადგენენ. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენეტმა შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა.

 „რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კიბერშესაძლებლობებს ფლობს, შესაძლოა დაარღვიოს ან დააზიანოს აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმების შედეგად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთს, ისევე როგორც ჩინეთსა და ირანს, შეუძლია გამოიწვიოს არჩევნების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაზიანება, შეარყიოს ამერიკის ხელისუფლებისადმი ნდობა და გააძლიეროს სოციალური დაძაბულობა.

ამის გარდა ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსკოვმა შესაძლოა, კიბერშპიონაჟის გზით მიიღოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხება.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე