ყირგიზეთში მომიტინგეები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 11:29 | 07.10.2020
ნანახია: 640

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მთავარ მოედანზე მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტის სოორონბაი ჟეენვეკოვის იმპიჩმენტს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა თავის ხალხს უღალატა, ასევე მოითხოვენ მთავრობის წევრების გადადგომას და არ აღიარებენ ახალ პრემიერს სადირ ჟაპაროვს.

ბიშკეკში საპროტესტო აქციები 5 ოქტომებერს დაიწყო. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები 4 ოქტომბერს გამართული  პარლამენტის არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვდნენ. აქციის დაშლის დროს შეტაკება მოხდა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის, მომიტინგეები შეიჭრნენ პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.

შეტაკებების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 900-ს აჭარბებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე