სომხეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დაბომბვის მცდელობას უარყოფს

საქართველო, თბილისი - 01:02 | 07.10.2020
ნანახია: 720

სომხეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დაბომბვის მცდელობას უარყოფს. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო სააგენტო Armenpress-ი თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ შუშანა სტეპანიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დაბომბვის მცდელობასთან დაკავშირებით, უარყოფს ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ვარამ პოღოსიანი.

"ჩვენ მხოლოდ სამხედრო ობიექტები გვაქვს მიზანში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კი არ არის სამხედრო ობიექტი", - თქვა პოღოსიანმა და აღნიშნა, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია, რომლითაც აზერბაიჯანი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის მონაკვეთის დაბომბვა სცადეს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის მცდელობა აზერბაიჯანის არმიის მყისიერი რეაგირებით იქნა აღკვეთილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე