ფაშინიანი ყარაბაღში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 06.10.2020
ნანახია: 697

სომხეთის პრემიერმინისტრი ნოკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც  შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.

მას შეხვედრა ჰქონდა მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტთან არაიკ არუთინიანთანაც.

არუთინიანი ფაშინიანს რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბრს დაიწყო, რაშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მთიან ყარაბაღში ბოლო სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.

აზერბაჯანული მხარის განცახდებით, სომხეთის ავიაიერიშის გამო ქალაქ განჯის 370-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, იზრდება  გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობაც.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე