ბიშკეკში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრზეიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 06.10.2020
ნანახია: 966

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.

ატამბაევის დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა. აქციების ორგანიზატორები არიან იმ პარტიათა მხარდამჭერები, რომლებმაც 7-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ პარლამენტისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში. შემდეგ კი  სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტისკენ გაემართნენ და იზოლატორიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე