დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდგინდათ

საქართველო, თბილისი - 11:00 | 02.10.2020
ნანახია: 733

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. „დღეს ჩემი და პირველი ლედის ტესტმა COVID-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ გადავალთ კარანტინში და გამოჯანმრთელების პროცესს დაუყოვნებლივ დავიწყებთ. ამას ორივე ერთად დავძლევთ!“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.

პრეზიდენტის ექიმის თქმით, პრეზიდენტი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ. ისინი თეთრ სახლში დარჩებიან და თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ.

მანამდე ცნობლი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ტრამპის უახლოეს მრჩეველს ჰოუპ ჰიკსს.

შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსიფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში დადასტურებულია COVID-19-ის 7 277 759 შემთხვევა. მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირდა 34 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე