ბაიდენმა ტრამპს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 30.09.2020
ნანახია: 621

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის როლი უარყოფითად შეაფასა.

წინასაარჩევნო დებატების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის 47 თვეში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ბაიდენმა სახელმწიფო სამსახურში ყოფნის 47 წლის განმავლობაში. მისმა ოპონენტმა კი ტრამპის საპრეზიდენტო ვადა კრიტიკულად შეაფასა.  

 „თქვენ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ხართ, რომელიც ამერიკას ოდესმე ჰყოლია“, - უპასუხა მან.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება. მანამდე კანდიდატებს პირდაპირ ეთერში შეხვედრა კიდევ ორჯერ მოუწევთ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე