მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები გრძელდება
საქართველო, თბილისი - 11:14 | 29.09.2020 ნანახია: 879
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე საომარი მოქმედებები გრძელდება. მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივან შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, სომხურმა დანაყოფებმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იერიში და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და ტექნიკას მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს. მისივე ინფორმაციით, სამხრეთის მიმართულებით განადგურებულია აზერბაიჯანის ჯავშანტექნიკა.
მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კომპრომისისა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას ვერ ხედავენ. სომხური მხარის ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის არმიის 84 სამხედრო დაიღუპა.
ინტენსიური ბრძოლების შესახებ იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. მისი ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს არაერთხელ სცადეს კონტრშეტევა ფიზული-ჯებრაილის და აგდერი-ტერტერის მიმართულებებით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, თუმცა, აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული თავდაცვით ყველა მცდელობა მოიგერია. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ავიაციის საშუალებებით განადგურებულია მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის და ავტომაქანების კოლონა და საარტილერიო დანადგარები.
დღეს დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანხმად, სომხეთის ვარდენისის რაიონიდან არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს აზერბაიჯანის დაშკესანის რაიონი.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
პოლიტიკა
- ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა - ირაკლი კობახიძე
- როდის იყო „ლელო“ სხვაგან და გვარამია სხვაგან, ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან, მარგინალური ადამიანების ერთი ჯგუფია, ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ უცხოელმა შეაქოთ - შალვა პაპუაშვილი
- უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალში განახლდება - დმიტრი პესკოვი
- ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება? - სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების წარმოდგენაზე
საზოგადოება
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
მსოფლიო
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















