ნორვეგიელი ტერორისტი, ანდრეს ბრეივიკი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს
საქართველო, თბილისი - 16:01 | 16.09.2020 ნანახია: 1854
ნორვეგიელი ტერორისტი, მემარჯვენე რადიკალი ანდრეს ბრეივიკი, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს. იუწყება გაზეთი VG მსჯავრდებულის ადვოკატებზე დაყრდნობით. ბრეივიკმა ქალაქ ოსლოში, კუნძულ უტოიაზე 2011 წელს მოაწყო ორი ტერაქტი, რომელსაც 77 ადამიანი ემსხვერპლა.
აღნიშნულია, რომ ბრეივიკი მისი უფლებების დარღვევისთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს.
ადვოკატის განმარტებით, ბრეივიკმა მისჯილი 21 წლიდან რვა ციხეში გაატარა და ახლა თეორიულად ასეთი თხოვნის დაყენება შეუძლია. ადვოკტის თქმით, ბრეივიკი ისევ სამარტოო საკანში იმყოფება, რაც მსჯავრდებულს მისი უფლებების დარღვევად მიაჩნია.
ბრეივიკმა სახელმწიფოს 2015 წელსაც უჩივლა. საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს საოლქო სასამრთლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და აღნიშნა, რომ ბრეივიკის პატიმრობით ადამიანის უფლებები არ ირღვევა. უზენაესმა სასამართლომ და ადამიანის უფლებათა სასამართლომ მსჯავრდებულის საჩივარი არ განიხილეს.
ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს ცენტრში რვა, ხოლო კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა. სასამართლომ მას 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრეივიკმა ადამიანების ხოცვა-ჟლეტა აღიარა, თუმცა დამნაშავედ თავს დღემდე არ ცნობს. მისი თქმით, ეს ნორვეგიის და დასავლეთ ევროპის კულტურული მარქსიზმისა და მუსულმანებისგან გადასარჩენად ჩაიდინა.
კუნძულზე თავდასხმას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი, რომელიც იმ მომენტში ბანაკში იმყოფებოდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომელიც ასევე ბანაკში იყო, სიკვდილს გადაურჩა.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















