ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20-20 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველო, თბილისი - 15:44 | 08.09.2020 ნანახია: 936
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულები ტ.ლ., თ.მ., და დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ტ.ლ., დ.ჯ., დ.პ. და თ.მ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში ყაჩაღობის მიზნით თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, თავს დაესხნენ თ.ბ.-ს, მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები და თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს. უარის მიღების და დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, თავდამსხმელებმა თ.ბ. მოკლეს, შემდეგ კი, თ.ბ.-ს ოჯახის კუთვნილი 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს, 1600 ლარად ღირებულ ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ტ.ლ., დ.ჯ. და თ.მ. 2019 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. ტ.ლ.-ს და თ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო დ.ჯ.-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით , მე-3 ნაწილის ,,გ'' და ,,ე'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა'' , ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ლ.-ს და დ.ჯ.-ს 20-20 წლით, ხოლო თ.მ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს დ.პ.-ს, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ'' და ,,ე'' ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტით. დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















