აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაციაა - საბერძნეთის კულტურის მინისტრი
საქართველო, თბილისი - 21:27 | 10.07.2020 ნანახია: 951
საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ლინა მენდონიმ თურქეთის გადაწყვეტილებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაცია უწოდა.
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა. ამ გადაწყვეტილებისთანავე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანება ტაძრის მეჩეთად გადაკეთებისა და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.
„იუნესკოს განცხადებიდან მეორე დღეს თურქეთის სასამართლოს დადგენილება სრულად ამტკიცებს, რომ მეზობელ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება“, - განაცხადა მენდონიმ.
მენდონიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - ტაძრის ისლამიზაციის ანალოგიური ოპერაციის დროს, იმავე სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ განიხილა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ერდოღანის პოლიკიტიკური ნების შედეგია, რაც ცივილიზებული მსოფლიოსთვის ღია პროვოკაციას წარმოადგენს“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის საშინაო საქმეებში არავინ ერევა.
„თუმცა აია სოფიას ტაძარი, რომელიც მის ტერიტორიაზე, სტამბოლში მდებარეობს, წარმოადგენს მთელი კაცობრიობის ძეგლს, რელიგიის მიუხედავად. ნაციონალიზმი, რომლითაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ერდოღანი - არასწორი მრჩეველია, მან თავისი ქვეყანა ექვსი საუკუნით უკან გადასწია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა გადაწყვიტა თურქეთის კულტურის იზოლირება“, - განაცხადა მინისტრმა.
პოლიტიკა
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
- ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















