გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - უგულავა ხელისუფლებას
საქართველო, თბილისი - 14:26 | 04.07.2020 ნანახია: 945
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდა. როგორც უგულავა აცხადებს, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომელიც სეზონურად მუშაობს, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, ზაფხულის განმავლობაში თხილისა და ჩაის სეზონზე დასავლეთ საქართველოში ერთი ადამიანი 8-10 ათას ლარამდე აგროვებს.
„გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს; უკვე წლებია, ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ სამუშაოს ვერ შოულობენ, თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიან. ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო სამუშაო ადგილით ვერ უზრუნველყოფს და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავალის წყარო. ამ სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით ერთი ჩვენი თანამოქალაქე რვიდან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ინახავს. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, მსოფლიოში რა ხდება. ჩვენ უნდა დავუჯეროთ ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ საზღვართან ისეთი ინფრასტუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომ ადამიანების შემოწმება ხდებოდეს და თუ ტრაილერის მძღოლებს ვამოწმებთ, კეთილი უნდა ვინებოთ და საკუთარ მოქალაქეებზე ვიზრუნოთ. თუ ჩვენ ახლა მოქალაქეებს მუშაობის საშუალება არ მივეცით, შემოდგომიდან შიმშილობა გველის და ამაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“, რომელიც კორონავირუსს პირდაპირ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
მინდა, საქართველოს მთავრობას მოვუწოდო, გახსენით თურქეთთან საზღვარი. ადამიანებს მუშაობის საშუალება მივცეთ, სამედიცინო ინფრასტრუქტურა გავაფართოოთ, რათა შემოწმება ბევრად მეტმა ადამიანმა გაიაროს და საზღვრის გადაკვეთა ბევრად მეტმა ადამიანმა შეძლოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















