ეგვიპტეში აცხადებენ, რომ დექსამეტაზონს, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, ჯერ კიდევ ბრიტანეთამდე წარმატებით იყენებდნენ
საქართველო, თბილისი - 09:47 | 17.06.2020 ნანახია: 974
ეგვიპტელი ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დექსამეტაზონს ჯერ კიდევ მანამდე იყენებდნენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთი აღნიშნულ წამლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადებდა. ამის შესახებ ეგვიპტის კორონავირუსთან ბრძოლის სამეცნიერო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰუსამ ჰოსნიმ განაცხადა.
„დიდმა ბრიტანეთმა მედიასაშუალებებით წარმატებით მოახდინა ამ წამლის ტირაჟირება, თუმცა ეგვიპტე მას ჯერ კიდევ ბრიტანეთამდე იყენებდა“, - განაცხადა ჰოსნიმ ტელეარხ Sada el-Balad-ის ეთერში.
ჰოსნის თქმით, აღნიშნული წამალი გამოიყენება კორონავირუსით ინფიცირებული საშუალო და მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეპარატის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ეგვიპტეში კორნავირუსით ინფიცირების 47 856 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 766 ადამიანი.
გუშინ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ხელისუფლების განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია.
„ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი... მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ამ წამლის გამოცდამ, ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დაწესებულებებში დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მედიამ გავრცელა.
ოქსფორდში ჩატარებული კვლევების თანახმად, დექსამეტაზონი 35 პროცენტით ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, ხოლო 20 პროცენტით - პაციენტებში, რომლებიც გადიან ჟანგბადით მკურნალობას. გამოცდის დროს პრეპარატი მიიღო 2 104-მა პაციენტმა 10 დღის განმავლობაში, დღეში 6 მგ-ის რაოდენობით.
დიდი ბრიტანეთი პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა კვლევის შედეგებს „ამ მომენტისთვის უდიდესი გარღვევა“ უწოდა კორონავირუსთან ბრძოლაში.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებული სტეროიდების მარაგები, რომლის შეკვრაც 5 ფუნტი სტერლინგი ღირს, 200 ათასზე მეტი ადამიანის სამკურნალოდ საკმარისია.
გათვლების თანახმად, აღმოჩენა უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, ბრიტანეთში 4-5 ათასი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.
პოლიტიკა
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
- ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















