ნუ მიძვრები სხვა ქალთან, არ აკოცო მას, მოითმინე კიდევ ერთი თვე - ალექსანდრ ლუკაშენკო
საქართველო, თბილისი - 10:42 | 08.05.2020 ნანახია: 1583
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბელარუსი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების მხრივ ლიდერთა შორისაა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ მან სწორი ტაქტიკა აირჩია: ის მოსახლეობას აძლევს რჩევებს და არ აპირებს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ მასობრივ ღონისძიებებზე უარის თქმას.
10-მილიონიან ბელარუსში ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 18 350 ინფიცირებულია. გარდაცვლილია 103 ადამიანი.
ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია აქვს არჩეული. თვითიზოლაციას ექვემდებარებიან მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან ჩასულები, ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები. საწარმოების უმეტესობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თავად ალექსანდრ ლუკაშენკო მოსახლეობას რჩევებს აძლვეს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს ჰიგიენასთან ერთად დაიცვან დისტანცია რომანტიკულ ურთიერთობებშიც. „თუ შენ უკვე კოცნიდი ვინმეს, მომავალშიც აკოცე, მაგრამ თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, ნუ მიძვრები სხვა ქალთან, არ აკოცო მას, მოითმინე კიდევ ერთი თვე“, - განაცხადა ლუკაშენკომ სატელევიზიო ეთერში.
ამასთან, ლუკაშენკო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 75 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გადადებას არ აპირებს. მისი თქმით, ეს ემოციური და მეტად იდეოლოგიური საკითხია. ამავე დროს აღნიშნა, რომ ზეიმზე ძალით არავის წაიყვანენ - „არ უნდათ, ეშინიათ“? ჯანმრთელობას უფრთხილდებიან? კი, ბატონო, ჩვენ ამას გავიგებთ“, - ამბობს პრეზიდენტი. მისი თქმით, ბელარუსი მეორე მსოფლიო ომის ცოცხალი ძეგლია და სურვილი აქვს, რომ ომის დამთავრების 75 წლისთავს ყველა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ. „ვფიქრობ, რომ ამ დღეს აქ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ შეასრულებდნენ სხვა ქვეყნებიდან ჩასულები თვითიზოლაციისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.
პოლიტიკა
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
- ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















