საქართველოს მოქალაქის წერილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
საქართველო, თბილისი - 17:47 | 23.03.2020 ნანახია: 1362
პაციენტი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა, კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ისტორიას ჰყვება. 8 გამოჯანმრთელებულიდან ერთ-ერთის წერილს ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.
გამარჯობა, მე მოგიყვებით ამბავს იმაზე თუ როგორ დავამარცხე კორონა ვირუსი.
✔ რამოდენიმე კვირის წინ, თებერვლის ბოლოს მე და ჩემი მეგობრები იტალიაში წავედით, არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ და შემდგომ მშვიდობიანად ჩამოვფრინდით საქართველოში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენი წასვლისას იტალიაში ვირუსთან დაკავშირებით სრული სიმშვიდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი მოგზაურობა არ შედგებოდა. ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდნენ ექიმები, რომლებმაც გადაამოწმეს ჩვენი ტემპერატურა, ასევე შეგვავსებინეს ინფორმაცია მოგზაურობასთან დაკავშირებით და შემდგომ დავტოვეთ აეროპორტი.
✔ რამოდენიმე დღეში საქართველოში გამოვლინდა ვირუსის შემთხვევა, რომელიც იტალიაში მოგზაურობასთან იყო დაკავშირებული და როგორც კი გავიგე, მაშინვე მივიღე სახელმწიფოს რეკომენდაცია და გადავედი თვითიზოლაციაში. დამიკავშირდნენ შესაბამისი სამსახურიდან და გამომდინარე იქედან რომ არ მქონდა არანაირი სიმპტომი, ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
✔ იზოლაციიდა 1 კვირის შემდგომ ნელა ნელა გამოჩნდა სიმპტომები, რომელსაც სხვა დროს ალბათ არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი უფრო მძაფრად მეჩვენებოდა. სიმპტომები შემდეგში გამოიხატებოდა: ყელის სიმშრალე, ცოტათი ტკივილიც, შედგომში დაემატა სურდო (მე ტემპერატურა არ მქონია), მაშინვე მივმართეთ ექიმს და გადაწყდა ჩემვის ანალიზის გაკეთება, მოვიდნენ სახლში ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები და აქედან დაიწყო ჩემი და კორონა ვირუსის საერთო ამბავი.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს ვირუსი მექნებოდა, ვფიქრობდი რომ რამე მწვავე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, ან რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი რომ მეფიქრა მის არსებობაზე, ამიტომ დიდად არ ვნერვიულობდი პასუხზე. საღამოს მღელვარებამ მაინც იმატა, დრო გადიოდა და არავინ არ მირეკავდა, ბოლოს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ მაქვს ვირუსი...
✔ ცოტა ხნის შემდეგ მომაკითხეს ინფექციური საავადმყოფოდან, მე სახლიდან გასვლამდე ისევ მყარად ვიდექი. გარეთ გავედი და დავინახე სასწრაფო დახმარების მანქანაში, კარი გაიღო და გადმოვიდნენ ფორმებში ჩაცმული ადამიანები და მივხვდი რომ მეშინია უკვე, პირბადე მომაწოდეს მაშინვე და გადავედით ინფექციურ საავადმყოფოში.
დავიწყე ცხოვრება ინფექციურში, პირველად მოვხვდი საავადმყოფოში როგორც პაციენტი და ყველაფერს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი, სიმართლე გითხრათ კარგი მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ სულ სხვა რამ დამხვდა ადგილზე, უზომოდ კეთილგანწყობილი ადამიანები, ექიმები რომლებიც გარდა იმისა რომ ყოველ დილით, საღამოს და ნებისმიერ დროს როცა დამჭირდებოდა ჩემთან იყვნენ, მუდმივად ზრუნავდნენ ჩემს განწყობაზე და მოტივაციაზე, ყველა ვინც გადიოდა აუცილებლად მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და არაფრის არ უნდა შემშინებოდა.
ვიყავი ბოქსირებულ პალატაში, საიდანაც გარეთ გასვლა გეკრძალება და მხოლოდ ანალიზებისთვის ან სხვა შემოწმებისთვის გავყავდით ოთახიდან. ექიმები მუდმივად აკონტროლებდნენ ჩემს მდგომარეობას, სისხლის ანალიზებს, ფილტვების მდგომარეობას, გვიღებდნენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, დეტალურად გევკითხებოდნენ ნებისმიერ ჩივილზე რაც ვირუსს უკავშირდებოდა ან არ უკავშირდებოდა.
✔ სიმპტომებს რაც შეეხება, მე პირადად მქონდა ყელის ტკივილი, 2-3 დღის განმავლობაში, პირის სიმშრალე და მცირე სურდო. ჩემს მეგობრებს აღენიშნებოდათ ასევე ტემპერატურაც, მაქსიმუ 37.8.
✔ ვირუსის ამბავი რომ გამაგებინეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ, უცებ, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, იმ დროს ზუსტად მივხვდი რას ნიშნავს ეს სიტყვები, შემდეგ რამოდენიმე წამი ჩუმად ვიდექი და მერე უკვე დავიწყე ფიქრი და იმ რეალობის მიღება რის წინაშეც ვიყავი, გონებამ პირველი რაზეც ფიქრი დაიწყო იყო ის ადამიანები, ვინც ვნახე იზოლაციამდე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე, ბებიები, ბაბუები, ჩემი ოჯახის წევრები, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვნახე მოგზაურობის შემდგომ და ვიგრძენი ის საშიშროება რაც შეიძლებოდა მე გამომეწვია. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ფიქრი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როცა იცი რომ შენს საყვარელ ადამიანებს გაუცნობიერებლად შეგიძლია ავნო და მათ სიცოცხლე საფრთხე შეუქმნა.
✔ პალატაში თავდაპირველად დრო ძალიან ნელა გადიოდა, თითქმის არაფერს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორ შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო, ძირითადად ნეგატიური აზრები ტრიალებდა თავში, ერთადერთი რაც დადებითად განმაწყობდა ოთახის დიდი ზომის ფანჯრები იყო, საიდანაც უზარმაზარი ხეები ჩანდა და დილით როცა ვიღვიძებდი ხოლმე, რამოდენიმე წამით მეგონა რომ სხვაგან ვიყავი და ბედნიერების შეგრძნება მქონდა, განსაკუთრებით ერთი ღამე მახსენდება, თოვლი როცა მოვიდა.
დილით ადრე მეღვიძება ყოველთვის და 7 საათი იყო თვალი გავახილე და პირდაპირ ფანჯრებს შევხედე, ეს უზარმაზარი ხეები თოვლით იყო დაფარული და ყველაფერი თეთრი იყო ირგვლივ, საოცარი, ზღაპრული დილა იყო, იმედის მომცემი. შემდეგ გადავერთე წიგნების კითხვაზე, ოჯახის წევრებთან საუბარზე და ძირითადად მაგით გამყავდა დრო.
✔ საზოგადოების რეაქციის ცოტა მეშინია, ხუმრობით ყველას ვეუბნები რომ აწი მე ვინ მომიახლოვდება თქო, მაგრამ რეალურად ეს მართლა მაშინებს და იმედი მაქვს აქედან რომ გავალ არ ვიგრძნობ თავს საზოგადოებისგან გარიყულად.
✔ ძალიან მინდა ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა, მეგობრებო, სამწუხაროდ ეს ვირუსი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ისე რომ შეიძლება ვერც გავიგოთ, მაგრამ ვიყოთ მისი მატარებელი და გადავდოთ სხვებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს არ შევუქმნათ საფრთხე და გავუფრთხილდეთ მათ. მე მარტივად გადავიტანე კორონა ვირუსი და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც იგივე იქნება, ამიტომ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დაიცავით იზოლაციის და ჰიგიენის წესები. არ არის ეხლა შიშის დრო, დარწმუნებული ვარ მობილიზაციით და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით თუ მოვეკიდებით ამ ვირუსს უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ ყველაფერს.
✔ დღეს უკვე მეორე უარყოფითი პასუხი მივიღე ვირუსის ანალიზზე , რაც იმას ნიშნავს რომ ჯანმრთელი ვარ და ხვალიდან სახლში წასვლა შემეძლება, უნდა ვაღიარო რომ, ჩემზე მეტად მგონია რომ ექიმებს გაუხარდათ, ყველა ერთად მოვიდა და ძალიან ბედნიერი სახეებით გამაგებინეს რომ კარგი პასუხი გვაქვს. ალბათ ამ სიხარულს ხვალ გარეთ თავისუფლად გასვლის დროს შევიგრძნობ ბოლომდე. მნიშვნელოვანი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად, უფრო მეტად დავაფასებ სიცოცხლეს და ყოველ გათენებულ დღეს .
✔ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინფექციური საავამდყოფოს ყველა ექიმს და თანამშრომელს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მათ ხელში აღმოვჩნდი, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. გადაბმულად ათენებენ ღამეებს, რისკავენ საკუთარი ჯანმრთელობით, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და მუდმივად გვამხნევებენ, დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ.
ასევე სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა სტრუქტურას რომელიც ჩართულია ამ საკითხში, ეს პერიოდი არცერთი წუთი არ მიგრძვნია უყურადღებობა მათგან. განსაკუთრებული მადლობა ასევე ჩვენს დღევანდელ გმირებს ბ-ნ ამირანს, პაატას და თენგიზს, ფასდაუდებელია მათი შრომა და ღვაწლი საქართველოს წინაშე.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















