თბილისში, თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად 20 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:30 | 22.01.2020
ნანახია: 1098

თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა.

არსებული ინფორმაციით, თბილისში მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს, რაც მისი დაღუპვის მიზეზი გახდა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და მუშაობდა.

 


პოლიტიკა