ნობელის კომიტეტი პოლიტიკურად მოტივირებულ, იდეოლოგიურ ორგანიზაციად იქცა - ერდოღანი
საქართველო, თბილისი - 17:24 | 10.12.2019 ნანახია: 998
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მას ნობელის პრემიას მიანიჭებენ, მასზე უარს იტყვის. მისი თქმით, ნობელის კომიტეტმა „თავი სრულად ამოწურა და პოლიტიკურად მოტივირებულ, იდეოლოგიურ ორგანიზაციად იქცა“.
ერდოღანმა სასტიკად დაგმო ავსტრიელი მწერლის პეტერ ჰანდკესთვის ლიტერატურის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის მინიჭების ფაქტი, 1990-იან წლებში ყოფილ იუგოსლავიაში ომის მიმართ პოზიციის გამო.
„ნობელის კომიტეტმა თავის თავი ამოწურა. დღეს ის პოლიტიკურად მოტივირებული, იდეოლოგიური ორგანიზაციაა. ჩემთვის, მასში ღირებული არაფერი დარჩა. ეს ჯილდო ნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლობენ მათთან, ვინც მხარს უჭერს ჩაგვრას. ჩვენ ამის მიღება არ შეგვიძლია“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
შეკითხვაზე დათანხმდება თუ არა ნობელის პრემიის მიღებას იმ შემთხვევაში თუ კი მას მიანიჭებენ, თურქეთის ლიდერმა უარყოფითად უაპსუხა. მან აღნიშნა, რომ წელს თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაში და თურქეთის მეგობრებს ამავე ქმედებისკენ მოუწოდა. 2019 წლის ნობელის პრემია ლიტერტურის, ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიცემა. ამავე დღეს ოსლოში გაიცემა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
ჰანდკე 1996 წლიდან ყოველ წელს ჩადის სერბეთში, კოსოვოსა და მეტოქიაში და ადგილობრივებს ხვდება, მართავს ჰუმანიტარულ აქციებს. 2004 წლის მარტში ჰენდკემ ხელი მოაწერა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მხარდამჭერ მიმართვას. 2005 წელს კი ის ჰააგის ციხეში მოინახულა.
ექსპერტების შეფასებით, 1995 წელს სრებრენიცაში ბოსნიელი სერბების არმიის ოპერაციის შედეგად, რომელსაც გენერალი რატკო მლადიჩი ხელმძღვანელობდა, 8 ათასი მუსულმანი მოკლეს, 30 ათასი ქალი და ბავშვი კი გაასახლეს. ქალაქში დატრიალებული სისასტიკე და მოსახლეობის მამრობით სქესის წარმომადგენელთა განადგურება ბოსნიასა და ჰერცოგოვინას ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდად იქცა. საერთაშორისო ტრიბუნალმა და გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ეს მოვლენები გენოციდად შეაფასა.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















