ბაიდენი ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენებას არ მისცემს
საქართველო, თბილისი - 12:29 | 05.12.2019 ნანახია: 1027
აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სენატში სასამართლო პროცესი გაიმართება დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის ფარგლებში, ჩვენებას არ მისცემს. იუწყება ტელეარხი Fox News-ი.
თუ წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, სენატმა ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უნდა გამართოს. იმისთვის რომ პრეზიდენტი თანამდებობას ჩამოაშორონ, საჭიროა, სენატორების ორმა მესამედმა ის დამნაშავედ ცნოს. სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და არცერთ მათგანს ჯერჯერობით იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.
„არა, არ მივცემ უფლებას ყურადღება მთავარიდან სხვა საკითხზე გადაიტანონ. ამ პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც იმპიჩმენტი უნდა მოყვეს, არ მივცემ მას უფლებას ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს“, - განაცხადა ბაიდენმა შეკითხვის საპასუხოდ, წარსდგება თუ არა თავისი სურვილით სენატში იმპიჩმენტის საკითხის მოსმენაზე.
მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ განაცხადა, რომ ტრამპი მიესალმება სენატში იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, სადაც რესპუბლიკელები უმრავსელობას აკონტროლებენ და მოწმის სახით ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ბაიდენსა და მის ვაჟს ჰანტერს ელოდებიან.
შეგახსენებთ, დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს. მათი მტკიცებით ტრამპი უკრაინისგან სამხედრო დახმარების სანაცვლოდ თავისი პოლიტიკური მეტოქის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის ჰანტერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა. ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრებას სთხოვდა.
პოლიტიკა
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















