ივანიშვილი ატყუებდა ქართველებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საკუთარ პარტიას და მთავრობას - ფადი ასლი
საქართველო, თბილისი - 13:46 | 18.11.2019 ნანახია: 1356
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი.
ფადი ასლის მიერ facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას გთავაზობთ უცვლელად:
"ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...”
მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე.
ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანი და საშიშია, ის ატყუებდა საკუთარ პარტიას და საკუთარ მთავრობას, უმალავდა რა მათთავის ნამდვილ გეგმებს.
იგი წლების განმავლობაში მიუთითებდა მთავრობას, მხარი დაეჭირა და ლობირება გაეწია მის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, თუმცა იმავდროულად მუდმივად ძირს უთხრიდა იმავე ნაბიჯებს თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის მეშვეობით.
უცხოური ინვესტიციები
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ივანიშვილმა უბრძანა მთავრობას, მოეხდინათ საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ინვესტორთა წრეებში. გასული შვიდი წლის განმავლობაში სწორად ამას აკეთებდნენ ოფიციალური პირები, დაჟინებით და პროფესიონალურად. ისინი საქართველოს პოპულარიზაციას ახდენდნენ საზღვარგარეთ და ძალას არ იშურებენ, რომ გააუმჯობესონ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და რეიტინგები.
იმავდროულად, საქართველოს სპეც. სამსახურების მეშვეობით, რომლებიც უშუალოდ ივანიშვილს ექვემდებარებიან, მან ერთპიროვნულადუარი უთხრა ან ქვეყნიდან მოჰკვეთა სხვადასხვა ეროვნების მრავალი საერთაშორისო ინვესტორი, რომლებსაც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდათ ქვეყანაში ფული დაებანდებინათ.
ასევე, არაერთ უცხოელ ინვესტორს, რომლებსაც უკვე დაწყებული ჰქონდათ ბიზნესი საქართველოში, შეექმნათ რიგი წინააღმდეგობებისა, რომელსაც მთავრობა არ ან ვერ უვლიდა.
დღესდღეობით, საინვესტიციო ინტერესის თვალსაზრისით, საქართველომ სრულად დაკარგა მიმზიდველობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიცების ციფრები 2019 წელს მრავლისმეტყველია და მიაღწია 2006 წლის მინიმალურ ზღვარზე ქვედა ნიშნულს.
ივანიშვილისა და მისი ჩრდილოვანი კაბინეტის ამ საბოტაჟის აქტებმა გამოიწვია: უკანასკნელ წლებში ქართული ლარის სისტემატური გაუფასურება და ქვეყნის გაღატაკება. გათვლების მიხედვით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლის ბოლოსთვის იქნება იმაზე დაბალი, ვიდრე 2012 ქლის ბოლოს, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა.
სელექტიურად უცხოელი ინვესტორების უარყოფის პოლიტიკამ ივანიშვილს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ერთადერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაში. ამ პოზიციას იგი პირველი დღიდან იყენებდა, რათა ექსპონენციალურად გაეზარდა მისი კერძო ბიზნესი, სახელმძღვანელო წიგნებში მოყვანილი ინტერესთა კონფლიქტების, ნეპოტიზმის, ჩრდილოვანი გარიგებების, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის გამოყენებით.
ანაკლია
ანაკლიის პორტის განვითარება უდიდესი ინფრასტუქტურული პროექტია უკანასკნელ წლებში. მისი ინიციატივა ეკუთვნით TBC Bank-ის, ლონდონის ბირჟაზე კვოტირებული, საქართველოს ორი უდიდესი ბანკიდან ერთ-ერთის დამფუძვნებლებს.
ეს პროექტი, რომელიც განლაგებულია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, ეწინააღმდეგებარუსეთის ინტერესებს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი გახდება შავ ზღვაზე ყველაზე ღრმა პორტი და გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო ჰაბის როლს. საქართველო რუსეთის სატრანსპორტო გზის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა გახდება. მეტიც, ასეთი მსხვილი პროექტი აფხაზეთთან ადმ.საზღვრის მახლობლად შექმნის სამუშაო ადგილებს და დანარჩენი საქართველოსა და აფხაზეთის მოსახლეობას ერთმანეთთან დააახლოებს.
ივანიშვილის მითითებებით, გენერალურმა პროკურატურამ, საშემოსავლო სამსახურმა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩაატარეს TBC Bank -ის აუდიტი და „აღმოაჩინეს“ ერთი 11-წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქცია, რომელსაც ყალბად და განზრახულად დაერქვა „ფულის გათეთრება“. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო თბს/ანკლიას დამფუძვნებლების დისკრედიტირება და შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უარი ეთქვათ პორტის განვითარების დაფინანსებაზე.
იმავე დროს, ივანიშვილი მითითებებს აძლევდა მათავრობას, ხმამაღლა და მკვეთრად გამოეხატათ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ანაკლიის პორტისათვის მხარდაჭერა, რომ ეს იყო სავარაუდოდ საუკეთესო პროექტი ქვეყნისათვის და რომ მთავრობა ძალას არ დაიშურებს მის განსახორციელებლად.
დასავლეთის ორიენტაცია და ნატო
ივანიშვილის თანხობით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მთავრობა სერიოზულად ჩაერთო დასავლეთთან კონტაქტებში, საუბრობდა რა ევროკავშირთან და ნატო-სთან სრულ ინტეგრაციაზე.
ივანიშვილის ოფიციალური პირები, რომლებსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული, მოგზაურობდნენ ევროპისა და აშშ-ს დედაქალაქებში და ლობირებას უწევდნენ ევროკავშირსა და ნატოში სწრაფ ინტეგრაციას.
იმავდროულად და კულისებში ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეწყოდა განევითარებინა კრემლის მეგობრული განწყობა ქვეყანაში, აძლიერებდა რა პრო-რუსულ ულტრა-მემარჯვენე ძალებს, მართლმადიდებელ ექსტრემისტებს და ანტი-ლგბტ ჯგუფებს, ხოლო თვალებს ხუჭავდა მოსკოვის მცოცავ ოკუპაციაზე, რათა დაემშვიდებია რუსები და ხელი შეეწყო საქართველოს ტურიზმი რუსეთში, მიეღო მაღალია თანამდებობის პირები რუსეთიდან. მოკლედ, ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ საზოგადოებრივი აზრი გადახაროს პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვები, წარმოთქმული ივნისის თვის ანტი-რუსული გამოსვლების შემდეგ, მრავლისმეტყველია:
ჩვენბულები ვართ :ჩვენ მეტად გაკვირვებულები ვართ იმით, რაც ხდება თბილისში. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ნორმალიზებულია.“
პროპორციული საარჩევნო სისტემა
ქუჩის პროტესტების წნეხის ქვეშ, ივანიშვილმა ივნისში გასცა პირობა, რომ მისი პარტია მხარს დაუჭერს მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემას და რომ შესაბამისი კანონი მიღებული იქნება საშემოდგომო სესიაზე. მან გააგზავნა წარმომადგენლები ვაშინგტონში, ბრიუსელში და სტრასბურგში, რათა გაეცნო თავისი ინიციატივა და მას კი, პირადად, „დემოკრატიის ლიდერის“ სახელი განმტკიცებოდა. არადა, ის ჰოლივუდის სტილში დადგმას ამზადებდა, რომელშიც მონაწილეობდნენ „ურჩი“ დეპუტატები, რომლებმაც კენჭისყრის დროს „შეეწინააღმდეგენ“ მის ინიციატივას და კანონი ჩააგდეს.
ყველაზე საინტერესო მაშინ მოხდა, როდესაც მისდამი ლოიალურა განწყობილმა პარლამენტარებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ოფიციალური“ ინსტრუქციის მიხედვით, დატოვეს პარტია კანონის ჩავარდნის შემდეგ, ხოლო ე.წ. „ამბოხებულები“ კვლავ პარტიის წევრებად რჩებიან.
ივანიშვილის მთელი პოლიტიკა ტყუილზე და სიცრუეზეა აგებული. მან ქვეყანა იქ მიიყვანა, სადაც იგი 15 წლის წინ იყო მოარყია ყველა მისი ინსტიტუცია. ის არის დე ფაქტო პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე ართადერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაში.
ფაქტიურად, მან ქვეყანა აქცია ერთ მეგა-კომპანიად, რომელიც სრულად ეკუთვნის მას და რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც და გენერალური მენეჯერიც ის თავად არის.
ნებისმიერი პოლიტიკოსი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, რომელსაც კიდევ სჯერა ივანიშვილის გამოსვლების თუ მისი რიტორიკის, უნდა შეყვანის იქნას გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პლანეტის ყველაზე გულუბრყვილო და მიამიტი პოლიტიკოსი, წერს ფადი ასლი, Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















